ბერძენი რეჟისორის ფილმი „ოსკარზე“ 8 ნომინაციაშია წარდგენილი

„ოსკარის“ 91-ე დაჯილდოების ნომინანტების სია ცნობილია. მათ შორის არის ბერძენი რეჟისორი იორღოს ლანთიმოსი, რომლის ფილმი „ფავორიტი ქალი“ 8 ნომინაციაშია წარდგენილი: „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“, „მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი“ (ოლივია კოლმანი), „მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი“ (ემა სთოუნი), „საუკეთესო მხატვრობა“, „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“, „საუკეთესო მონტაჟი“, „საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი“.

დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 24 თებერვალს გაიმართება თეატრ „დოლბიში“, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (ათენის დროით 25 თებერვალს, ღამის 3 საათზე; თბილისის დროით დილის 5 საათზე).

ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟული პრიზის ნომინანტების სია წლეულს ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი

Black Panther („შავი პანტერა“)
BlacKkKlansman („შავი კუკლუქსკლანელი“)
Bohemian Rhapsody („ბოჰემიური რაფსოდია“)
The Favourite („ფავორიტი ქალი“, ბერძ. Η Ευνοούμενη)
Green Book („მწვანე წიგნი“)
Roma („რომა“)
A Star Is Born („ვარსკვლავის დაბადება“)
Vice („ვაისი“)

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი

კრისტიან ბეილი – Vice
ბრედლი კუპერი – A Star Is Born
უილემ დაფო – At Eternity’s Gate
რამი მალექი – Bohemian Rhapsody
ვიგო მორტენსენი – Green Book

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

იალიცა აპარიციო – Roma
გლენ კლოუზი – The Wife
ოლივია კოლმანი – The Favourite
Lady Gaga – A Star Is Born
მელისა მაკარტი – Can You Ever Forgive Me?

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი

მაჰერშალა ალი – Green Book
ადამ დრაივერი – BlacKkKlansman
სემ ელიოტი – A Star Is Born
რიჩარდ ი. გრანტი – Can You Ever Forgive Me?
სემ როკველი – Vice

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

ეიმი ადამსი – Vice
მარინა დე ტავირა – Roma
რეჯინა კინგი – If Beale Street Could Talk
ემა სთოუნი – The Favourite
რეიჩელ უეისი – The Favourite

საუკეთესო რეჟისორი

სპაიკ ლი – “BlacKkKlansman”
პაველ პავლიკოვსკი – “Cold War”
იორღოს ლანთიმოსი – “The Favourite”
ალფონსო კუარონი – “Roma”
ადამ მაკკეი – “Vice”

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

The Favourite
First Reformed
Green Book
Roma
Vice

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

The Ballad of Buster Scruggs
BlacKkKlansman
Can You Ever Forgive Me?
If Beale Street Could Talk
A Star Is Born

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Capernaum (ლიბანი)
Cold War (პოლონეთი)
Never Look Away (გერმანია)
Roma (მექსიკა)
Shoplifters (იაპონია)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Incredibles 2
Isle of Dogs
Mirai
Ralph Breaks the Internet
Spider-Man: Into the Spider-Verse

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის

Black Panther
BlacKkKlansman
If Beale Street Could Talk
Isle of Dogs
Mary Poppins Returns

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

“All the Stars”, Black Panther
“I’ll Fight”, RBG
“The Place Where Lost Things Go”, Mary Poppins Returns
“Shallow”, A Star Is Born
“When a Cowboy Trades His Spurs for Wings”, The Ballad of Buster Scruggs

საუკეთესო მხატვრობა

Black Panther
The Favourite
First Man
Mary Poppins Returns
Roma

საუკეთესო კოსტიუმები

The Ballad of Buster Scruggs
Black Panther
The Favourite
Mary Poppins Returns
Mary Queen of Scots

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

Border
Mary Queen of Scots
Vice

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი

Cold War
The Favourite
Never Look Away
Roma
A Star Is Born

საუკეთესო მონტაჟი

BlacKkKlansman
Bohemian Rhapsody
The Favourite
Green Book
Vice

ხმის საუკეთესო მონტაჟი

Black Panther
Bohemian Rhapsody
First Man
A Quiet Place
Roma

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Avengers: Infinity War
Christopher Robin
First Man
Ready Player One
Solo: A Star Wars Story

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

Free Solo
Hale County This Morning, This Evening
Minding the Gap
Of Fathers and Sons
RBG

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

Black Sheep
End Game
Lifeboat
A Night at the Garden
Period. End of Sentence

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Detainment
Fauve
Marguerite
Mother
Skin

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

Animal Behavior
Bao
Late Afternoon
One Small Step
Weekends

კომენტარები