რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

დედიშობილა ტურისტი რომში შადრევანში განბანვას ცდილობდა

წარმოიდგინეთ ადამიანების გაოცება, როდესაც დღისით მზისით (უფრო ზუსტად, გუშინ, დილის 10 საათზე) რომის ცენტრში, სახელგანთქმულ ტრევის შადრევანთან ახალგაზრდა მამაკაცი მთლიანად გაშიშვლდა და წყალში შესვლა დააპირა. იგი ადგილობრივმა პოლიციელებმა დააკავეს.

„მინდოდა, ამ წმინდა წყალში შევსულიყავი“, – აუხსნა პოლიციელებს 38 წლის ეთიოპიელმა, რომლის მტკიცებით, მისი საქციელი ტურისტის სულელური გამოხტომა კი არ იყო, არამედ წმინდა რიტუალი: მას უნდოდა ტრევის შადრევანში „ნათლობის წესი შეესრულებინა, რადგან ეს წყალი წმინდაა“.

შეგახსენებთ, რომ ტრევის ცნობილი შადრევანი, რომელიც რომის ცენტრში ერთ-ერთ მოედანზე მდებარეობს, 1762 წელს ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ გვიანდელი ბაროკოს სტილში. მისი სახელწოდება – „ტრევი“ მოდის ლათინური სიტყვიდან „ტრევიუმ“, რაც „სამი გზის  გზაჯვარედინს“ ნიშნავს. კომპოზიციის ცენტრალური ფიგურაა ნეპტუნი. შადრევნის სიმაღლე 26 მეტრამდეა, სიგანე კი – 20 მეტრამდე.

ტრევის შადრევანი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

წყლის ღმერთის რისხვას ეთიოპიელი ტურისტი გადაურჩა, სავარაუდოდ, ჯარიმასაც – თუმცა ამაზე იტალიური პრესა არაფერს წერს.

წყარო: http://www.askanews.it/cronaca/2019/01/23/roma-si-spoglia-e-cerca-di-entrare-in-fontana-di-trevi-fermato-pn_20190123_00192/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close