გერმანიის კანცლერის ვიზიტის გამო ათენის მეტროს რამდენიმე სადგურის მუშაობის რეჟიმი შეიცვალა

გერმანიის კანცლერ მერკელის ორდღიან ვიზიტთან დაკავშირებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პოლიციამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო: ამ მიზნით მეტროს მუშაობის რეჟიმიც შეიცვალა, კერძოდ, საბერძნეთის პოლიციის დავალებით, დღეს ათენის დროით 16:00 საათზე დაიკეტა სადგური ევანგელიზმოსი, ხოლო 16:30 სთ-ზე – კატეხაკი, მეგარონი და სინდაგმა – იმ საათებში, როცა ეს სადგურები დაკეტილი იქნება, მატარებლები მათ შეუჩერებლად გაივლიან.

პარასკევს სადგური სინდაგმა დაკეტილი იქნება ადგილობრივი დროით 08:30 სთ-იდან 11:30 სთ-მდე და მატარელები ამ სადგურზე არ გაჩერდებიან. ამავე დღეს ანუ 11 იანვარს, კანცლერის გამგზავრებასთან დაკავშირებით, 15.27 სთ-იდან და 15.57 სთ-იდან  არ განხორციელდება მარშრუტები სადურ D. Plakentias-იდან აეროპორტამდე, ხოლო 16.00-იდან და 16.30 სთ-იდან – აეროპორტიდან სადგურამდე.

კომენტარები
Загрузка...