მსოფლიოიტალიაკრიმინალი

ნეაპოლში მამაკაცი თავის პარტნიორ ქალს, რომელმაც მასთან განშორება მოისურვა, საბელით ძაღლივით ქუჩაში დაათრევდა

წარმოუდგენელი სისასტიკის ინციდენტი მოხდა ნეაპოლის კვარტალ კიაიაში (Chiaia) – 2019 წელს ქალების მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა იტალიაში სწორედ ნეაპოლში დაფიქსირდა. ამის შესახებ იტალიის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

მამაკაცმა სასტიკად სცემა თავის პარტნიორ ქალს მას შემდეგ, რაც ქალმა უთხრა, რომ მასთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებდა, კისერზე ძაღლის საყელური გაუკეთა და ქუჩაში საბელით ძაღლივით დაათრევდა, სანამ ქალმა გონება არ დაკარგა. გამვლელებმა პოლიცია გამოიძახეს. კარაბინერებმა მამაკაცი დაკავეს, ცემისაგან და ძაღლის საყელურის მოჭერისგან ცნობამიხდილი საბრალო ქალი კი ნეაპოლის კარდარელის საავადმყოფოში მოათავსეს.

მოძალადეს სასამართლომ დაჩქარებული წესით გამოუტანა განაჩენი და წელიწადი და 4 თვე ციხე მიუსაჯა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close