მიგრაციასაზოგადოებაnewsსაბერძნეთი

იმიგრანტ მეთევზეებს საბერძნეთის მოქალაქეობა მიანიჭეს ხანძრის დროს ადამიანების გადარჩენისთვის

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულოსმა 2 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებულებას 3 იმიგრანტი მეთევზისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. მეთევზეებმა ეს პატივი 23 ივლისს საკურორტო ქალაქ მატიში მომხდარი ხანძრის დროს ათეულობით ადამიანის გადასარჩენად გაწეული ძალისხმევისთვის დაიმსახურეს.

პავლოპულოსმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საზეიმო ცერემონიის დროს მეთევზეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების ჟესტს ბერძნული „ჰუმანიზმისა და სოლიდარობის“ ნიშანი უწოდა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება გზავნილია ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამავე პრინციპებს არ ასრულებენ. „ზოგიერთ ჩვენს ევროპელ პარტნიორს უნდა ესმოდეს, რომ იყო ევროპელი – დიდი პატივია, თუმცა ეს მოვალეობებსაც უკავშირდება“, – განაცხადა საბერძნეთის პრეზიდენტმა.

შეგახსნებთ, რომ 23 ივლისს საკურორტო ქალაქ მატიში (ათენიდან ჩრდილოეთით) გაჩენილი ხანძრის დროს 100 ადამიანი დაიღუპა.

სანამ სანაპირო დაცვა ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, ხოლო საბერძნეთის ფლოტი სწავლებებს გადიოდა, მატისთან ყველაზე ახლომდებარე პორტ რაფინიდან რამდენიმე მეთევზე მოვიდა ასობით ადამიანის დასახმარებლად, რომლებიც ცეცხლისა და კვამლისგან თავის დაღწევას ზღვით ცდილობდნენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close