fbpx
მსოფლიოnewsიტალია

იტალიაში ზამთრის ფასდაკლებები იწყება: რა უნდა ვიცოდეთ უსაფრთხო შოპინგისთვის

2 იანვარს ფასდაკლებები ბაზილიკატაში დაიწყო, 3 იანვარს მას ვალე დ’აოსტა შეუერთდება, 4 იანვარს – კალაბრია, 5 იანვრიდან კი მთელ იტალიაში აიღებს სტარტს ზამთრის ფასდაკლებების სეზონი.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ლომბარდიის რეგიონული კომისიის თავმჯდომარე მაურო პაროლინი თავის ინტერვიუში საუბრობს წესებზე, რომლებიც უნდა დაიცვან მომხმარებლებმა ფასდაკლებების პერიოდში შოპინგის დროს: „უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ფასს იარლიყზე!“ – აფრთხილებს იგი მოქალაქეებს.

მოვაჭრეები ვალდებულნი არიან დატოვონ საფასო იარლიყი საწყისი ფასით და მის გვერდით მიუთითონ ფასდაკლების პროცენტი. თუ საწყისი საფასო იარლიყი შეცვლილია, დიდი ალბათობით, გამყიდველი ნაკლებ ფასდაკლებას აკეთებს, ვიდრე საფასო იარლიყზეა მითითებული. გარდა ამისა, საქონელი, რომელიც ფასდაკლების ფარგლებში იყიდება, იმ ნივთებისგან განცალკევებით უნდა იყოს, რომლებზეც ფასდაკლება არ ვრცელდება – თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოვაჭრემ სპეციალური ფირფიტები უნდა განათავსოს მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციით, – აცხადებს პაროლინი.

მისივე თქმით, მოვაჭრეები ხშირად ურევენ ერთმანეთში ძველი და ახალი კოლექციების საქონელს და ამ გზით კლიენტი შეცდომაში შეჰყავთ: ზოგიერთი მომხმარებელი ნაყიდ ნივთში სრულ ფასს იხდის და ჰგონია, რომ ფასდაკლებით ყიდულობს. თუ საქონელი დეფექტურია, მომხმარებელს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის შეცვლა ან გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შესაბამისი ჩეკის წარდგენის შემდეგ.

Confcommercio-ს კვლევითი ბიუროს მონაცემების თანახმად, წლეულს 15 მილიონი ოჯახი ანუ ყოველი მეორე იტალიელი აპირებს შეიძინოს ნივთები ზამთრის ფასდაკლებების პერიოდში, ამასთან, საშუალო ოჯახური დანახარჯი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების შესაძენად 325 ევრო იქნება (140 ევრო ერთ სულ მოსახლეზე).

ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ ფასდაკლებები მომხმარებლისთვის ერთგვარი მახეა და ხშირად ადამიანები ზარალდებიან იმის გამო, რომ ფასდაკლების ეშხით ისეთ საქონელს ყიდულობენ, რომელიც საერთოდ არ სჭირდებათ, ან უკვე აქვთ მსგავსი და მეორის შეძენის აუცილებლობა არ არსებობს. ამიტომ ჩვენი რჩევაა, რომელიმე ნივთი იმის გამო კი არ შეიძინოთ, რომ მასზე ფასდაკლება (თუნდაც 70-80%-იანი) ვრცელდება, არამედ ის ნივთები მოძებნეთ ფასდაკლებით, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ, ან უახლოეს მომავალში დაგჭირდებათ.

ამ ცხრილში მოცემულია ფასდაკლებების დაწყების და დასრულების თარიღები რეგიონების მიხედვით:
რეგიონი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი
Abruzzo 5 იანვარი 2019 5 მარტი 2019
Basilicata 2 იანვარი 2019 1 მარტი 2019
Calabria 4 იანვარი 2019 28 თებერვალი 2019
Campania 5 იანვარი 2019 2 აპრილი 2019
Emilia Romagna 5 იანვარი 2019 5 მარტი 2019
Friuli Venezia Giulia 5 იანვარი 2019 31 მარტი 2019
Lazio 5 იანვარი 2019 28 თებერვალი 2019
Liguria 5 იანვარი 2019 18 თებერვალი 2019
Lombardia 5 იანვარი 2019 5 მარტი 2019
Marche 5 იანვარი 2019 1 მარტი 2019
Molise 5 იანვარი 2019 4 მარტი 2019
Piemonte 5 იანვარი 2019 28 თებერვალი 2019
Puglia 5 იანვარი 2019 28 თებერვალი 2019
Sardegna 5 იანვარი 2019 4 მარტი 2019
Sicilia 6 იანვარი 2019 15 მარტი 2019
Molise 5 იანვარი 2019 5 მარტი 2019
Toscana 5 იანვარი 2019 15 მარტი 2019
Umbria 5 იანვარი 2019 4 მარტი 2019
Valle D’Aosta 3 იანვარი 2019 31 მარტი 2019
Veneto 5 იანვარი 2019 31 მარტი 2019

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close