გიორგი ჩაკვეტაძე ბერძნული სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა
ბოლო დროს საყოველთაო ინტერესს იწვევს 19 წლის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი. საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ამომავალმა ვარსკვლავმა მსოფლიო აალაპარაკა. სხვებს არც ბერძნები ჩამორჩნენ.
ბერძნულმა ინტერნეტგამოცემამ www.sportime.gr გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით: „გიორგი ჩაკვეტაძე: ყურადღება, ტალანტი!“ სტატიის ავტორი გიორგოს კარახალიოსი აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძის თამაშის ცქერა „საფეხბურთო ბედნიერებაა“. იქვე ხაზს უსვამს, რომ ჩაკვეტაძე სწორად მოიქცა, როდესაც ბელგიის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდში გადაბარგდა, რადგან ეს კარგი ტრამპლინია დიდ გუნდებში მოსახვედრად, ხოლო მანამდე 19 წლის ტალანტს საჭირო გამოცდილების დაგროვება სჭირდება. კარახალიოსის აზრით, ჩაკვეტაძის მთავარი ღირსებაა უნარი, კარგად გამოიყენოს საკუთარი ძალა და სიმაღლე (1.83 მ), რათა გააკონტროლოს ბურთი და საკუთარი გუნდი სწრაფად გაიყვანოს შეტევაზე მეტოქის კარის დასალაშქრად.
სტატიის ბოლოს ავტორი რიტორიკულად კითხულობს: „ნეტავ, რომელ გუნდს ექნება ბედნიერება უმაღლეს დონეზე დახვეწოს ეს ტალანტი?“
სტატიის ორიგინალის ნახვა ბერძნულ ენაზე შეგიძლიათ ამ ლინკზე:
http://www.sportime.gr/podosfairo/world-football/198945/gkiorgki-tsakvetatze-prosochi-talento/
კომენტარები