ქერჩში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი  ქართული საძმო საფლავი აღმოაჩინეს – მეომრების სია

გმირი ქალაქის - ქერჩის მემორიალი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების პატივსაცემად
ქერჩში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საერთო სამარხის გახსნისას, სადაც 4 ათასზე მეტი მეომარი განისვენებს, ქართული საძმო საფლავი აღმოაჩინეს. სამარხში აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ქართველი მეომრები არიან დაკრძალულები. სავარაუდოდ, ეს იყო ანაპის 414-ე ქართული დივიზია. როგორც ჩანს, ერთ-ერთი შეტევისას დაღუპულ ქართველ მეომრებს ერთად გაუთხარეს საფლავი.

მეომრების ოჯახის წევრების და შთამომავლების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, AMBEGI.GE აქვეყნებს სამარხში ინაპოვნ იმ ქართველ მეომართა სიას, რომელთა გვარ-სახელები ქერჩის კომისიამ მიაწოდა. შესაძლოა გვარ-სახელებსა და სოფლის დასახელებებში უზუსტობები იყოს თავის დროზე მეომრების პირადი მონაცემების შევსებისას დაშვებული შეცდომების გამო.

ივანე რაჟდენის ძე მოსიძე – დაბადებული 1899 წელს წულუკიძის (ხონის) რაიონის სოფელ ქვიტირში. დასაფლავებულია ქერჩში, სოფელ გლაზოვკაში.

გიორგი ანდრეის ძე გაჩეჩილაძე – დაბადებული 1899 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ გერზულში (?), დედა – ქრისტინე ივანეს ასული.

რუბენ სემიონის ძე იაკობიძე – დაბადებული 1914 წელს ჭიათურის რაიონის სოფელი ქვედა იტყვისში, სერჟანტი. დედა – თინა ვასილის ასული.

გიორგი სოლომონის ძე ბატკუაშვილი – დაბადებული 1896 წელს თბილისში, გლდანის გარეუბანში. მეუღლე – ეკატერინა პავლეს ასული.

ივანე გიორგის ასული შავშიაშვილი – დაბადებული 1903 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში. მეუღლე – თამარა შაქროს ასული.

იასონ იოსების ძე ხუციძე – დაბადებული 1901 წელს ცაგერის რაიონის სოფელი სამარში(?). დაიღუპა მიღებული ჭრილობების შედეგად.

ერმოლაი აკაკის ძე ცუცქირიძე – დაბადებული 1922 წელს, ჭიათურის რაიონში, სოფელ სვირში. დაიღუპა მიღებული ჭრილობებისგან.

ალექსანდრე პორფირეს ძე კინწურაშვილი – დაბადებული 1896 წელს ფოთში, კიროვის ქუჩა #194-ში. მეუღლე – ბობი ილარიონის ასული. დაიღუპა მიღებული ჭრილობებისგან.

ვასილი ლევანის ძე დავითაშვილი, სერჟანტი – დაბადებული 1924 წელს.

აბრამ კოჟეს ძე ფირცხალავა – დაბადებული 1891 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. მეუღლე – მარია ივანეს ასული.

სემიონ ევსტაფეს ძე გოგიბერიძე – დაბადებული 1922 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები