საბერძნეთის მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უვიზო რეჟიმი საბოლოოდ აამოქმედა

აშშ-ის მთავრობის მიერ საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრის, ოლღა გეროვასილისის მიმართ გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ საბერძნეთის მოქალაქეებისთვის უკვე ყოველწლიური რევიზიის გარეშე ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობაზე.

საბერძნეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აქამდეც მოქმედებდა იმ პროგრამის საფუძველზე, რომელიც ყოველწლიურ რევიზიას ითვალისწინებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთის მოქალაქეები ამ ხნის განმავლობაში არ არღვევდნენ დადგენილ წესებს, თეთრმა სახლმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ის მთავრობის ახალი ნაბიჯი „მოქალაქეთა დაცვის სექტორში აშშ-სთან საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობის საუკეთესო დონეს ასახავს“, – აცხადებენ საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის სამინისტროში.

უვიზო რეჟიმის პროგრამა აშშ-ის სამთავრობო პროგრამაა, რომელიც 38 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ტურისტული ან საქმიანი მიზნებით ამერიკის ტერიტორიაზე უვიზოდ შევიდნენ და იქ იმყოფებოდნენ 90-დღიანი ვადით. ამ ქვეყნების მოქალაქეებმა აშშ-ში მოგზაურობის ავტორიზაციისთვის უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ESTA).

წყარო: https://greekcitytimes.com
კომენტარები
Загрузка...