მერაბ ნინიძე პირობას დებს, რომ…

attends the "Jupiter's Moon" photocall during the 70th annual Cannes Film Festival at Palais des Festivals on May 19, 2017 in Cannes, France.

ახლახან ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო სათაურით „მსახიობი მერაბ ნინიძე ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა“, რამაც მაყურებლის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ვიდეოში კადრები 2017 წლის კანის ფესტივალიდანაა და ამისთვის ყურადღება ბევრს არ მიუქცევია.

ამ ფაქტს თავად მერაბ ნინიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში:

„რა კარგი იქნებოდა, პალმის რტო რომ მიმეღო წელს, მაგრამ არ მიმიღია. მომიტევეთ, საერთოდ არ ვყოფილვარ წელს კანის ფესტივალზე. ასე თუ გაგახარებთ ეს ფაქტი, პირობას ვდებ, რომ ძალიან მალე ავიღებ ოქროს პალმის რტოს.
მარად თქვენი მერაბ ნინიძე “.

„არსად აფრიკაში“

ოქროს პალმის რტო არა, მაგრამ ფილმმა „არსად აფრიკაში“, სადაც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, 2003 წელს ამერიკის კინოაკადემიის პრიზი – „ოსკარი“ მიიღო. ფილმის რეჟისორმა კაროლინა ლინკმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, 2003 წელს „ოსკარი“ მერაბ ნინიძემ მიაღებინა ამ ფილმს, მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდიო…

ასე რომ, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ მსახიობს, იგი ნამდვილად იმსახურებს პრიზებს.

კომენტარები
Загрузка...