newsსაბერძნეთი

ახალი ლიტერატურული ჟურნალი საბერძნეთის ქართული ემიგრაციისთვის

ათენში დაფუძნდა ყოველთვიური ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი „ოქროს საწმისი”. მისი შემქმნელების მიზანია მკითხველისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის წარმოჩენა, უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად. გამოცემაში გამოქვეყნდება როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურის ნიმუშები.


ჟურნალის რუბრიკებია: პუბლიცისტიკა, პარნასი, ემიგრანტის გვერდი, საბავშვო გვერდი, რელიგია და ყველაფერი რელიგიის ირგვლივ, თარგმანები.

რუბრიკაში „ჩვენ გვიყვარს ლიტერატურა” მკითხველს საშუალება ექნება, წაიკითხოს ძველი და ახალი შედევრები როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურიდან.

ჟურნალის დამფუძნებლები – შორენა მჭედლიძე და მაკო ჩიქოვანი მზად არიან ითანამშრომლონ როგორც პოეტებთან, ისე პოეზიის მოყვარულებთან. მათი სურვილია, ლიტერატორები და კრიტიკოსებიც შეუერთდნენ მათ ძალისხმევას.

ჟურნალის ფეისბუქგვერდზე მკითხველებს შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი მოსაზრება გამოცემაში წარმოდგენილ სტატიებზე და რედაქციას მიაწოდონ წერილები სხვადასხვა თემაზე.

ჩვენი საიტი წარმატებას უსურვებს ახალი ჟურნალის რედაქციას.

ჟურნალ „ოქროს საწმისის“ ფეისბუქგვერდია: https://www.facebook.com/oqrossawmisi18

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close