კრიმინალიnewsსაბერძნეთი

კიფისიაში ყაჩაღობის დროს დაჭრილი ბიზნესმენი გარდაიცვალა – ეჭვმიტანილების ვინაობა ცნობილია

გუშინ, 20 აპრილს გარდაიცვალა ალექსანდროს სტამატიადისი, ბიზნესმენი, რომლის სახლში ორ აპრილს, განთენიისას მძარცველები შეიჭრენ. სტამატიადისმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მას ორჯერ ესროლეს.

52 წლის ბიზნესმენი 19 დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს გიორგოს გენიმატას სახელობის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატაში. მართალია, ბოლო დროს მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ თავის ტვინში უეცრად განვითარებულმა ჩაქცევამ პაციენტის სიცოცხლე შეიწირა.
ცნობილი ხდება, რომ პოლიცია მძარცველების კვალზე გავიდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ საქმე ეხება ალბანურ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის წევრებიც ადრეც იყვნენ გასამართლებული ძარცვის ბრალდებით. ჯგუფის რამდენიმე წევრი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან. პოლიცია ინტენსიურად მუშაობს მათ დასაკავებლად. უცნობია, მოასწრეს თუ არა ეჭვმიტანილებმა ალბანეთში გადასვლა.
ალექსანდროს სტამატიადისს კვირას, 22 აპრილს კუნძულ ანდროსზე დაკრძალავენ, საიდანაც წარმოშობით იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close