ათენის „პანათინაიკოსის“ ფეხბურთელები სააღდგომოდ გაიფიცნენ

ბოლო წლების განმავლობაში ფინანსურმა კრიზისმა ძლიერ დააზარალა ათენის სახელოვანი საფეხბურთო კლუბი „პანათინაიკოსი“. მდგომარეობის საგანგაშო ზღვრამდე მისვლას ფეხბურთელების გადაწყვეტილება ადასტურებს – დიდი ხუთშაბათიდან ისინი ვარჯიშებზე აღარ გამოცხადდებიან.


გუნდის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს შეჰპირდა, რომ ხელფასებს 2 აპრილს, ორშაბათს მიიღებდნენ, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. სააღდგომოდ უფულოდ დარჩენილმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, დროებით ვარჯიშებზე არ გამოცხადდნენ. თუკი კლუბის დირექტორატი ფინანსურ პრობლემას არ მოაგვარებს, გაფიცვა აღდგომის მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.

კომენტარები
Загрузка...