ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

სამოთხე საბერძნეთში და ქორწილი წყალქვეშ – ზღვის ფსკერზე (ვიდეო)

ალონისოსის მუნიციპალიტეტმა (Alonnisos – ბერძნული კუნძული ეგეოსის ზღვაში, ჩრდილოეთ სპორადების არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული) საბერძნეთში წმინდა ვალენტინის დღეს ორიგინალური იდეის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

2022 წლის 14 თებერვლიდან სპორადების ამ ნამდვილ სამოთხეში ოფიციალურად განაცხადეს, რომ მსურველებს შეუძლიათ წყალქვეშ, ზღვის ფსკერზე ქორწილები და ნიშნობები მოაწყონ მთელი წლის განმავლობაში და ამისთვის წყვილებს არც განსაკუთრებული ცოდნა და უნარები და არც განსაკუთრებული ფინანსური დანახარჯები სჭირდებათ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მყვინთავების ჯგუფმა და ალონისოსის მერმა ვიდეორგოლი გადაიღეს ლოზუნგით «Alonissos, I Love You Deeply!» მყვინთავებს შორის იყო ტურიზმის კომიტეტის პრეზიდენტი მარია აღალუ (Maria Agallu).

„საბერძნეთის პირველ წყალქვეშა მუზეუმთან და სხვა შესანიშნავ ადგილებთან ერთად ბოლო წლებში დაივინგი ალონისოსის ცხოვრების ნაწილად ვაქციეთ. წყალქვეშა ქორწილი ჩვენს კუნძულზე – შესანიშნავი საშუალებაა [შეყვარებულმა წყვილებმა] ერთმანეთს შეჰფიცონ ერთგულება, ის არ მოითხოვს წყვილებისგან არც განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს და არც განსაკუთრებულ დანახარჯებს. წმინდა ვალენტინის დღეს ყველა შეყვარებულ წყვილს ვიწვევთ დაქორწინდნენ წყალქვეშ და ახალი ერთობლივი ცხოვრება დაიწყონ“, – განაცხადა კუნძულის მერმა პეტროს ვაფინისმა.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close