fbpx
მიგრაციაქართველები უცხოეთში

დაბრუნებული ემიგრანტები 4000-ლარიან გრანტს მიიღებენ – განაცხადების მიღება ისევ დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამას გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების საქართველოში დაბრუნების ხელშესაწყობად და პირველ ეტაპზე გასულ წელს 200 დაბრუნებული ემიგრანტი დაფინანსდა  მაქსიმუმ 4000-ლარიანი გრანტით (გრანტის სახით მოქალაქეები იღებენ ტექნიკას ან ხელსაწყოებს).

პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

„ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპიც გამოცხადდება. 2022 წელს გრანტს ჯამში 200-მდე მიგრანტი მიიღებს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება:
• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
• ქ. გორი, სამების ქ. N1;
• ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
• ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინტეგრაცია-რეინტეგრაციის პროგრამების სამმართველოს – 0322140242.

სრული ინფორმაცია (განაცხადის ფორმა და ა. შ.) იხილეთ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-75/ ამ ბმულზე გადასვლის შემდეგ პირდაპირ ჩატში შეგიძლიათ მისწეროთ თქვენი კითხვები და მიიღოთ პასუხები.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close