fbpx
კრიმინალი

ფოთში საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ფოთში, დევნილების დასახლების ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. კორპუსის მაცხოვრებლებმა ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მის გაწმენდას ცდილობდნენ. 

დაუდასტურებელი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ბი­ნა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვი­დან მო­შო­რე­ბის მიზნით, ბავშვი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილ­ში ჩა­აგ­დო. ვრცელდება ასევე ვერსია, რომ შესაძლოა ქალი სხვაგან ცხოვრობდა და ახალშობილი ამ ადგილას კვალის დაფარვის მიზნით მიიყვანა.

„კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მილ­მა წყა­ლი არ გა­ა­ტა­რა, მო­იყ­ვა­ნეს სპე­ცი­ა­ლის­ტი და გაწ­მენ­დის დროს ახალ­შო­ბი­ლი იპოვეს. ვინ ჩა­ი­დი­ნა და ან ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მშო­ბე­ლი, არ ვი­ცით. ამ­ბო­ბენ, სამი დღის წინ მოხ­დაო და სხვა არა­ფე­რი ვიცი“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთმა ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიციას ამ დროისთვის ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close