სამზარეულო

პომიდვრის წვნიანი ბადრიჯნით

დარწმუნებული ვართ, ბადრიჯნისგან უამრავ გემრიელ კერძს ამზადებთ. ამჯერად გთავაზობთ წვნიანის რეცეპტს ბადრიჯნითა და პომიდვრით.

საჭირო პროდუქტი: 1 კგ ბადრიჯანი, 1 კგ პომიდორი, 6 კარტოფილი, 2 სტაფილო, 2 ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ბულგარული წიწაკა, ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქვაბში ჩაასხით ზეთი, წამოადუღეთ და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი. როცა პომიდორი წამოდუღდება, დაუმატეთ ორად გაჭრილი კარტოფილი და კუბებად დაჭრილი სტაფილო. როდესაც სტაფილო და კარტოფილი მოიხარშება, ჩაყარეთ მრგვლად დაჭრილი ბადრიჯანი (თუ გსურთ, კანიც გააცალეთ). მზას დაუმატეთ გულგამოცლილი დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანილი. შეაზავეთ მარილით და პილპილით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close