სამზარეულო

ქათმის წვნიანი ლიმონითა და კვერცხით

საჭირო პროდუქტი

1 ქათამი, 50 გ ხახვი, 50 გ მწვანილი, 1 ლიმონი, 100 გ მაკარონი, 2 კვერცხის გული, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი

გასუფთავებული ქათამი ჩადეთ ქვაბში, დაასხით 10 ჩ/ჭ წყალი, დაუმატეთ ხახვი და მწვანილი. აადუღეთ და ქაფი მოხადეთ. ჩააგდეთ შუაზე გაჭრილი ლიმონი და ადუღეთ კიდევ დაახლოებით 1 საათი.

მოხარშული ქათამი ამოიღეთ და წვრილად დაჭერით, ბულიონში კი ჩაყარეთ მაკარონი (შეგიძლიათ ვერმიშელით შეცვალოთ).
როცა მოიხარშება, გადმოდგით, ამოიღეთ მოხარშული ლიმონი, წვნიანში აურიეთ კარგად ათქვეფილი კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათამი. შეაზავეთ მარილით სურვილისამებრ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close