„სიკვდილის გზა“ საბერძნეთში (ვიდეო)
ტყის გრუნტის გზა საბერძნეთში, რომელიც პატიოპულოს აკავშირებს პერდიკაკისთან (ვალტოსის პროვინცია, ეტოლოაკარნანია), ცნობილია, როგორც „სიკვდილის გზა“. ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ევროპაში, რასაც თავადაც ნახავთ ვიდეოში.
12 კმ სიგრძის გზა ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზეა. მასზე ტრანსპორტის მოცურების საშიშროება დიდია, არ აქვს უსაფრთხოების ბარიერები, ორმოები და ქვების ნაშალი კი საფრთხეს უქმნის მძღოლს, რომელიც მუდმივად ფრთხილად უნდა იყოს ციცაბო კლდესთან. თუ შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდა, გვერდის აქცევის საშუალებაც ხშირად არ არის. ამ გზით ადგილობრივები სარგებლობენ, ფერმერები, მწყემსები, აგრეთვე, მღელვარე შეგრძნებების და იშვიათი სილამაზის მაძიებლები, რომელთათვისაც ამ გზაზე მოგზაურობა განსაკუთრებულ ხიბლს იძენს „ადრენალინის ნაკადის“ გამო.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები