„ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს“ – როგორია სალომე ტეტუნაშვილის მდგომარეობა
სალომე ტეტუნაშვილის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. წყარო იტალიიდან უყვება გამოცემას, რომ ამ ეტაპზე ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციის კურსს გადის. მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
„როცა სალომე გაუჩინარებული იყო, არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა მის შესახებ. არაერთი ვულგარული და უხამსი ჭორი მოუგონეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიმართლე კი ისაა, რომ ამჟამად გოგონა რეაბილიტაციის კურსს გადის. ოჯახმა აიყვანა ადვოკატი ბექა თავართქილაძე, რომელიც იტალიაში დაბადებული და გაზრდილია, მან განათლებაც იტალიაში მიიღო.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ მოხვდა სალომე კლინიკაში და შემდეგ როგორ აღმოჩნდა ქუჩაში ისეთ მდგომარეობაში, როგორც იპოვეს.
სალომეს იტალიაში მყოფი ქართული ემიგრაცია ძალიან ვგულშემატკივრობთ. მას შეძლებისდაგვარად ვუდგავართ მხარში და გვინდა, რომ მალე ისევ ისეთი ვნახოთ, როგორც ამ შემთხვევამდე იყო“, – ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, სალომე ტეტუნაშვილი, იტალიაში, ნეაპოლში 22 იანვარს გაუჩინარდა. იგი ოთხი დღით შემდეგ იპოვეს.
primetime.ge
კომენტარები