fbpx
პოლიტიკასპორტი

პუტინს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ჩაეძინა – რა მოხდა?.. (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2022 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას „ჩიტის ბუდედ“ წოდებული პეკინის სტადიონის ტრიბუნიდან მარტოობაში ადევნებდა თვალს. რუსული მხარის მოთხოვნით, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა პუტინისთვის ტრიბუნის ცარიელი სექტორი გამოყვეს.

გარკვეულ მომენტში ტელეკამერებმა დააფიქსირა, როგორ სძლია ძილმა რუსეთის პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა, როგორც ვიდეოდან ჩანს, უკრაინის ოლიმპიური ნაკრების გამოსვლის დროს.

მედიამ და ექსპერტებმა ეს კადრები მონათლეს, როგორც „პოლიტიკური ჩაძინება“, „დემონსტრაციული ჩაძინება“, „ჩაძინება, რომელიც სიფხიზლეზე მეტია“ და ა.შ., თუმცა შეიძლება მიზეზი სრულიად ბანალური იყოს – რუსეთის 70 წელს მიღწეული ერთპიროვნული მმართველი ხანგრძლივი ფრენის და სასაათო სარტყლის შეცვლის შედეგად, უბრალოდ, დაიქანცა და ჩაეძინა.

პუტინის „ძილის რეჟიმზე“ გადასვლის და შემდეგ უცებ გამოფხლიზების კადრები ამერიკულმა ტელეარხმა NBC-მ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ტრანსლაციის დროს პირდაპირ ეთერში აჩვენა.

ცნობისათვის: დოპინგის მოხმარების გამო რუსეთის ნაკრებს ოლიმპიადაზე აკრძალული აქვს რუსეთის ფედერაციის დროშით გამოსვლა. რუსეთის წარმომადგენლები „ნეიტრალურ სპორტსმენებად“ ჩაერთვებიან შეჯიბრებებში და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დროშით იასპარეზებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close