fbpx
მოგზაურობასაბერძნეთი

ორშაბათიდან საბერძნეთში შესვლის პირობები იცვლება – ტესტის გაკეთება აღარ არის საჭირო

მომავალი ორშაბათიდან, 7 თებერვლიდან საბერძნეთში ჩასვლა ტესტის გარეშე შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ევროპული „მწვანე პასპორტი“ აქვთ (აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი). ამის შესახებ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტანოს პლევრისმა განაცხადა.

ტელეარხ ERT-ს ცნობით, 7 თებერვლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩასვლა  ევროპული სერტიფიკატის მფლობელებისთვის გამარტივდა, რადგან მათ აღარ ავალდებულებენ კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ქვეყანაში შესაშვებად.  ამჟამად კი, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე (ანუ 7 თებერვლამდე), საბერძნეთის საზღვრის კვეთის მსურველებს საზღვარზე ვაქცინაციის ევროპული სერტიფიკატის და მოლეკულური ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვებათ. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის ევროპული სერტიფიკატი ძალაშია 9 თვის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ორშაბათიდან, 7 თებერვლიდან საბერძნეთში ვადა გასდის აცრის ბერძნულ სერტიფიკატს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც 7 თვის წინ გაიკეთეს მეორე დოზა (დაასრულეს ვაქცინაციის სრული კურსის პირველი ეტაპი). იმ დრომდე, სანამ ეს მოქალაქეები მესამე – ბუსტერულ აცრას არ გაიკეთებენ, აუცრელებად ჩაითვლებიან, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით (ანუ აუცრელი მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები მათზეც გავრცელდება).

თუმცა ევროპული კოვიდსერტიფიკატი („მწვანე პასპორტი“), რომელიც 2 დოზით აცრის საფუძველზე გაიცემა („ჯონსონის“ ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზის), ისევ ძალაში დარჩება 9 თვის გასვლამდე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close