fbpx
მსოფლიოხელოვნება

ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 11.7 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს კუბი დადგეს

ნიუ-იორკში, ცენტრალური პარკის შუაგულში ოქროს კუბი დადგეს. მის შესაქმნელად 186 კილოგრამი სუფთა, 24-კარატიანი ოქრო გამოიყენეს, – ამის შესახებ New York Post-ი წერს.

„ეს არის ხელოვნების კონცეპტუალური ნამუშევარი თავისი ყველა ასპექტით. მისი შექმნის იდეა იყო რაიმე ისეთის გაკეთება, რაც ჩვენი სამყაროს მიღმაა, რაც არამატერიალური და ხელშეუხებელია“, – ამბობს ნამუშევრის ავტორი ნიკლას კასტელო.

კუბი შვეიცარიაში, სპეციალურად მის დასამზადებლად შექმნილ ღუმელში $11.7 მილიონის ღირებულების ოქროთი ჩამოასხეს.

„კუბი შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ სიმბოლოდ 21-ე საუკუნის განვითარებად კულტურულ ეკოსისტემას, რომელიც კრიპტოვალუტაზეა დაფუძნებული, და უძველეს სამყაროს შორის, სადაც ოქრო ბატონობდა“, – აცხადებს გალერისტი ლისა კენდჰოფერი.

ნამუშევარს დაცვის სამსახური დარაჯობს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close