რას არ გაიგებ/ფაქტები
აშშ-ში 2 წლის ბავშვმა მშობლებისგან მალულად ოჯახისთვის ავეჯი გამოიწერა
აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, 2 წლის აიანშ კუმარმა, დედის ტელეფონიდან, რომელშიც საბანკო მონაცემები იყო მითითებული, $1700-ის ღირებულების ავეჯი გამოიწერა. ამის შესახებ მშობლებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა მათ მისამართზე ამანათების მიტანა დაიწყეს, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„მთელი კვირაა, ამანათებს ვიღებთ. სახლში უკვე ადგილიც აღარ გვაქვს. დღესაც მივიღეთ ორი დიდი შეფუთვა. მოგვივიდა რამდენიმე დივანი, რომელთაგანაც ზოგი იმდენად მძიმეა, რომ ვერც ავწიე“, – ამბობს ბავშვის მამა.
ბავშვის დედის თქმით, ოჯახში ნამდვილად სჭირდენოდათ 2-4 ახალი სკამი, თუმცა შვილის მიერ გამოწერილი 12 სკამისთვის ადგილიც არ აქვთ.
imedinews.ge
კომენტარები