fbpx
იტალიაპოლიტიკა

სილვიო ბერლუსკონი, რომელიც პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის, მილანის საავადმყოფოში მოათავსეს

იტალიის ექს-პრემიერი სილვიო ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ დღეს, 23 იანვარს Ansa წერს.

85 წლის პოლიტიკოსს, მემარჯვენე პარტია „ფორცა იტალიას“ ლიდერს მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გეგმურ გამოკვლევებს უტარებენ. როგორც ცნობილია, გასული წლის სექტემბერში ბერლუსკონი საავადმყოფოში აღმოჩნდა გულის მუშაობის დარღვევის გამო.

გუშინ კი, 22 იანვარს ბერლუსკონიმ თავისი კანდიდატურა მოხსნა იტალიის პრეზიდენტის არჩევნებიდან.

მემარჯვენე ცენტრისტული „ლიგისა“ და „იტალიის ძმების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან კოლეგებს  საერთო „ღირსეული“ კანდიდატის წამოყენება შესთავაზა.

რესპუბლიკის მე-13 პრეზიდენტის ასარჩევად  კენჭისყრის რაუნდების დამწყებამდე 2 დღით ადრე არც მემარჯვენეებს და არც მათ მოწინააღმდეგე მემარცხენე ფრთის პარტიებს არ წამოუყენებიათ თავიანთი კანდიდატები ოფიციალურად. შესაძლებელია, რომ ხვალ „ფუჭი“კენჭისყრა გაიმართოს (ცარიელი ბიულეტენებით მისცენ ხმა), – ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა მდივანმა ენრიკო ლეტამ განაცხადა. ამავეს აპირებს „5 ვარსკვლავის მოძრაობაც“. ლეტას თქმით, მისთვის იდეალური კანდიდატია ანდრეა რიკარდი (72 წლის იტალიელი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი, პარტია „სამოქალაქო არჩევანის“ წარმომადგენელი, ყოფილი მინისტრი).

იტალიის პრეზიდენტის ასარჩევად პარლამენტის პირველი გაერთიანებული სხდომა 24 იანვარს არის დანიშნული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close