ქართველები უცხოეთშიკრიმინალი
კვიპროსში საქართველოს 2 მოქალაქეს თავს დასხნენ და სასტიკად სცემეს
კვიპროსის ქალაქ პაფოსში (Paphos ) მცხოვრებ 2 ქართველს სასტიკად სცემეს – ამის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა philenews.com-ი წერს.
დაზარალებულები, 36 და 47 წლის მამაკაცები პარასკევს, გვიან საღამოს, 23:00 სთ-ზე ფაროსის პლაჟზე სეირნობდნენ, სადაც მათ, როგორც თავად ამბობენ, მოულოდნელად უცნობი პირები დაესხნენ თავს და სრულიად უმიზეზოდ სცემეს.
ინციდენტის შემდეგ დაზარალებულებმა პაფოსის საავადმყოფოს მიმართეს, სადაც ექიმებმა მათ სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევა და დაზიანება აღმოაჩინეს. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მათ კლინიკა დატოვეს.
დაზარალებულებმა პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები