fbpx
ჯანმრთელობარჩევები

უნიკალური კოდი: ვინ რომელი ორგანოს დაავადებას უნდა უფრთხილდეს

გჯერათ, რომ არსებობს ბედნიერი რიცხვები? ბევრისთვის ნუმეროლოგია და ყველაფერი, რაც მასთანაა კავშირში, ზღაპარია, ბევრისთვის კი ისეთივე მეცნიერება, როგორც მათემატიკა ან ფიზიკა. შემთხვევით ხომ არ ამბობდა დიდი მათემატიკოსი პითაგორა, რომ სამყაროს ციფრები მართავს?

მოკლედ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყველა ციფრს თავისი დანიშნულება და კოდი აქვს. მაგალითად, რიცხვი „21“ სიტყვა „ბედნიერების“ ციფრობრივი გამოხატულებაა. ასევე საინტერესოდ იშიფრება სხვა დანარჩენი ციფრები თუ რიცხვები.

დღეს ჯანმრთელობის უნიკალური კოდის გამოანგარიშებასაც გასწავლით და მათ მნიშვნელობასაც გაგაცნობთ. დარწმუნებული ვართ, ეს ბევრ თქვენგანს დააინტერესებს.

როგორ დავადგინოთ ჯანმრთელობის უნიკალური კოდი?

ყველაფერი უკიდურესად მარტივია: აიღეთ თქვენი დაბადების მხოლოდ თვე და რიცხვი, წელიწადის გარეშე, და ციფრები სათითაოდ მიუმატეთ ერთმანეთს.

მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 17 ივნისს, ალგორითმი ასეთი იქნება:
1+7+0+6=14=1+4=5.

ალბათ მიხვდით, რომ თუ თვე ორნიშნაა (მე-11 ან მე-12), მაშინ ნულის გამოყენება არ დაგჭირდებათ.

ახლა კი ნახეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი ჯანმრთელობის კოდის თანახმად.

ციფრი 1 — ნიშნავს, რომ ყურადღება მხედველობასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უნდა გაამახვილოთ. შესაძლოა პრობლემები გქონდეთ არტერიულ წნევასა და სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით. გამოსავალი: კარგი იქნება, თუ უარს იტყვით მავნე ჩვევებზე;

ციფრი 2 — ეს კუჭ-ნაწლავთა სისტემის დაავადებასა და სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებს. გამოსავალი: თქვენთვის აუცილებელია სწორი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და დადებითი ემოციები.

ციფრი 3 — თუ თქვენი ჯანმრთელობის უნიკალური კოდი 3-ია, მაშინ ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდეთ. ამასთან, „სამიანებს“, როგორც წესი, აქვთ ჭარბი წონის, ყელისა და კანის პრობლემები.

ციფრი 4 — ძირითადი პრობლემები, ეს ხერხემლის ქვედა ნაწილის, სახსრებისა და თავის ტკივილები, ზედმეტი წონა, დეპრესიები და სტრესებია. გამოსავალი: თქვენთვის აუცილებელია ცხოვრებისა და კვების რეჟიმის შეცვლა, ფიზიკური აქტიურობა, იოგა და, შესაძლოა, ვეგეტერიანელობაც კი.

ციფრი 5 — ძირითადი პრობლემა — ნერვული სისტემის მოშლაა. ასევე ამ ციფრს ახასიათებს ძილის უკმარისობა, გადატვირთვა და „ბარდაკი“ ჭამაში. გამოსავალი: გააკონტროლეთ კვება – მიიღეთ უფრო მსუბუქი საკვები და შეეცადეთ ნაკლებად გადაიტვირთოთ საქმეებით.

ციფრი 6 — ამ ციფრს სასუნთქი გზების, ყელის, სისხლ-ძარღვების სისტემისა და გულის პრობლემები ახასიათებს. გამოსავალი: სპორტი და კვების კონტროლი.

ციფრი 7 — „შვიდიანების“ ძირითადი პრობლემებია: შფოთვა, თავის ტკივილები, გაღიზიანებადობა, მგრძნობიარე კანი, დეპრესია, უძილობა. გამოსავალი: განმარტოება, წყლის პროცედურები, წიგნის კითხვა, მსუბუქი კვება.

ციფრი 8 — მათ, ვისი კოდიც ეს ციფრია, როგორც წესი, აქვთ ღვიძლთან, ნაღვლის ბუშტთან, ნაწლავებთან და გულთან დაკავშირებული პრობლემები. და ეს იმიტომ, რომ 8-იანები ზედმეტად მუყაითი და შრომისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებიც გამუდმებით ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობისკენ.

გამოსავალი: ცეკვის თერაპია და მოძრავი ცხოვრება, წიგნების კითხვა და კვების ვეგანური ტიპი.

ციფრი 9 — ამ ციფრის „წარმომადგენლებს“ სხვებზე ხშირად აქვთ ოჯახური პრობლემები, რასაც დაავადებების მთელი ეშელონი მოჰყვება კუდად. ყველაზე ხშირად ავადდება თირკმელები, გული, მხრები და კისერი. ამასთან, აქვთ ჭარბი წონის, სმენისა და მხედველობის პრობლემებიც. ძალიან ცუდად იტანენ სხეულის მაღალ ტემპერატურას.

გამოსავალი: სხეულისა და გონების განმტკიცება; შესანიშნავია გაჭიმვები, იოგა და სტატიკური ვარჯიშები. აუცილებელია უარის თქმა მძიმე საკვებსა და სპირტიან სასმელებზე.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close