რას არ გაიგებ/ფაქტები

ბებიამ სათამაშო შეიძინა, რომელიც პოლონურად იგინება და კოკაინზე მღერის (ვიდეო)

კანადაში, ონტარიოში მცხოვრებმა ქალმა ანია ტანერმა სუპერმარკეტ Walmart-ში 15 თვის შვილიშვილისთვის სათამაშო იყიდა, რომელიც ანოტაციის მიხედვით ბავშვის განვითარებას ემსახურება და სამ ენაზე – ინგლისურად, ესპანურად და პოლონურად მღერის.

ტანერმა აღმოაჩინა, რომ სათამაშოში პოლონელი რეპერის Cypis-ის სიმღერაა ჩაწერილი. ტექსტში ხშირად არის გამოყენებული არანორმატიული ლექსიკა, ასევე ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი კოკაინის მოხმარებაზეც მღერის.

„წარმოშობით პოლონელი ვარ. შოკირებული ვარ სიმღერის ტექსტით. რაღაც ხუმრობას აქვს ადგილი. ეს სათამაშო იგინება და კოკაინის მიღებაზე მღერის, ბავშვისთვის ვიყიდე. იმედი მაქვს, Wallmart თანხას ამინაზღაურებს“, – ამბობს ინტერვიუში ტანერი.

მომხმარებლის ჩივილს Walmart-ის კანადური ოფისი განცხადებით გამოეხმაურა:

„სათამაშო ჩვენი წარმოებული არ არის. მესამე მხარისგან შევიძინეთ, ამ დროისთვის ის გაყიდვიდან ამოღებულია, ვცდილობთ მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ მწარმოებლების შესახებ“, – წერია განცხადებაში.

როგორც გაირკვა, სათამაშო ჩინეთშია წარმოებული და Walmart-ის ქსელში $25.85-ად იყიდებოდა.

Cypis-ის თქმით, მწარმოებელმა კომპანიამ მისი სიმღერა უკანონოდ გამოიყენა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის ჩივილს აპირებს.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close