მზეოს და სოსოს დასახმარებლად და მეწარმეთა მხარდასაჭერად – საქველმოქმედო აქცია ხაშურში
ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახლომდებარე ტერიტორიაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო აქცია მზეო რევაზიშვილისა და იოსებ (სოსო) წულიაშვილის დასახმარებლად. მზეო რევაზიშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს, 21 წლის სოსო წულიაშვილი კი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ქალა-ტვინის მძიმე დაზიანების გამო კომაშია და მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება ესაჭიროება.
აქციის ფარგლებში, მოეწყო წიგნების, ხელნაკეთი აქსესუარების, სამკაულებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
ქალბატონმა ლალი ჯაფარაშვილმა აქციის ორგანიზატორებს უსასყიდლოდ გადასცა თავისი საავტორო საბავშვო წიგნები „შენთვის ვიზრდები, მამულო“ გამოფენა-გაყიდვისთვის.
საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ „მომავლის სახლის“ აღსაზრდელები თავიანთი ხელნაკეთი ნივთებით.
მსოფლიო მეწარმეობის კვირეულის აღსანიშნავად გამოფენაზე ადგილობრივი მეწარმე ქალების – სოფიო გოგინაშვილის და ქეთი გიგოლაშვილის პროდუქციაც იყო წარმოდგენილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის – მაკა დიდებულიძის თქმით, ემოციურად ძალიან დატვირთული, მნიშვნელოვანი დღე იყო და ბევრი სტუმარი მოვიდა, მათ შორის, პოეტი ეკა ბაქრაძე, რომლისთვისაც ხაშური მშობლიური ქალაქია.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა – 354 ლარი სრულად გადაირიცხა მზეოს და სოსოს დახმარების ფონდში.
მაკა დიდებულიძის ფოტოები
სოსო წულიაშვილის დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: GE20BG0000000539092500 მიმღები: ნინო ხაჩიძე (დედა)
თიბისი ბანკი: GE55TB7963845061600044 მიმღები: ნინო ხაჩიძე (დედა)
კომენტარები