საზოგადოებასაქართველო

დღეიდან საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების აცრა იწყება

საქართველოში დღეიდან, 10 ნოემბრიდან „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ 12-იდან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მოზარდების მშობლები მიიღებენ.ეს გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო 9 ნოემბერს.

აქამდე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოში ნებადართული იყო მხოლოდ 16 წელს მიღწეული ადამიანებისთვის.

12-იდან 15 წლამდე მოზარდების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო და ამ დრომდე სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33.4% (957 399).

დღეს დაიწყო 18 წელს მიღწეული მოქალაქეების აცრა ე. წ. ბუსტერ დოზით, რის შესახებაც გადაწყვეტილება ასევე იმუნიზაციის საბჭომ მიიღო 9 ნოემბერს.

მსგავს თემაზე: კოვიდ-ვაქცინის მესამე, ე. წ. ბუსტერული დოზით აცრა საქართველოში 18 წლის ზემოთ ნებისმიერს შეეძლება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close