fbpx
ჯანმრთელობარჩევები

უებარია გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს: ექიმი ასახელებს უგემრიელეს სასმელს

მათთვის, ვინც გასტრიტითა და კუჭის წყლულითაა დაავადებული, იდეალურია კისელის სმა, აცხადებს დიეტოლოგი ტატიანა ივანნიკოვა.

სპეციალისტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პროდუქტის კალორიულობასა და კვებით ღირებულებას.

„კისელი შესანიშნავია წასახემსებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გასტრიტი და წყლული აწუხებს. ის ასევე დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე, ამცირებს რა პათოგენური ფლორის რაოდენობას და ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას“, – განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, კისელში შემავალი სახამებელი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რითაც ათეროსკლეროზის, გულისა და სისხლძარღვების დაავადების რისკი მცირდება. ამასთან, კისელი ანელებს ცხიმების შეწოვას, რის გამოც სისხლში ნაკლები ქოლესტერინი ხვდება.

თუმცა, როგორც დიეტოლოგმა აღნიშნა, კისელი ზოგი ადამიანისთვის შეიძლება საზიანო იყოს. პროდუქტის მავნებლობა ისაა, რომ კისელი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, რის გამოც შაქრიანი დიაბეტის მქონეებმა ის დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ.

მანამდე ენდოკრინოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ზუხრა პავლოვამ განმარტა, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანა გარსის აღდგენა შეიძლება დაჩქარდეს, თუ რაციონში ისეთ პროდუქტებს შევიტანთ, რომლებში შემავალ ნივთიერებებსაც კედლებზე შემოკვრის უნარი აქვს. მისი თქმით, ასეთია ბრინჯის ნახარში და კისელი.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close