კინო/ფილმებიმოდა/სილამაზე

ემილის აცვია „ანუკი“ – NETFLIX-ის სუპერპოპულარული სერიალის მთავარი გმირი ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა (ვიდეო)

გავრცელდა სუპერპოპულარული ამერიკულ-ფრანგული რომანტიკული კომედიის, Emily in Paris-ის  მეორე სეზონის თიზერი, რომელშიც სერიალის მთავარი გმირი ემილი სხვადასხვა კაბით პოზირებს. როგორც სამოდელო სახლ Anouki-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაზიარებულ ვიდეოში ჩანს, ერთ-ერთი კაბა ქართველი დიზაინერის – ანუკი არეშიძის მიერ არის შექმნილი.

გამოსვლიდან პირველ კვირაში „ემილი პარიზში“ იმ შოუების ათეულში მოხვდა, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ნახულობს და გადაუსწრო ისეთ პოპულარულ სერიალებს, როგორიცაა „გრეის ანატომია“ [Grey’s Anatomy] და „კრიმინალური აზროვნება“ [Criminal Minds].

Netflix-ის რომანტიკულ კომედიას ხშირად ადარებენ ისეთ პოპულარულ პროექტებს, როგორიცაა „სექსი დიდ ქალაქში“ და „ეშმაკს აცვია პრადა“.

საინტერესო სიუჟეტის პარალელურად სერიალმა მაყურებლის ყურადღება მოდური სამოსითაც მიიპყრო – მოდა ერთ-ერთია იმ მთავარი დეტალებიდან, რომელთა საშუალებითაც სერიალში მაყურებლისთვის  მიმზიდველი გარემო იქმნება.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანტიკული კომედია მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ქალის შესახებ, რომელიც ჩიკაგოდან პარიზში ჩადის და ფრანგულ მარკეტინგულ ფირმაში იწყებს მუშაობას.

ემილის ახალი ცხოვრება თავგადასავლებითა და გამოწვევებითაა სავსე. იგი კომპანიისთვის სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნას ცდილობს, თუმცა უამრავი წინააღმდეგობა ხვდება. იგი მედგრად ლახავს ყველა დაბრკოლებას და საკუთარ პოზიციას ყოველთვის მყარად იცავს.

Emily in Paris-ის ახალ სეზონს მაყურებელი 22 დეკემბრიდან იხილავს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close