მსოფლიოკრიმინალი

ვინ და როგორ აპირებს საფრანგეთში სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 216 000-ზე მეტი ბავშვისთვის კომპენსაციის გადახდას

საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია უძრავ ქონებას გაყიდის და საჭიროების შემთხვევაში სესხებს აიღებს, რათა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შედეგად ათასობით დაზარალებულს კომპენსაცია გადაუხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის მთავარი ეპისკოპოსის, ერიკ დე მულენ-ბოფორის განცხადებით, საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ ინსტიტუციური პასუხისმგებლობა აღიარა და კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, ეპისკოპოსები ფონდს შექმნიან, რომელიც უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების განკარგვის გზით დაფინანსდება.

„საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ასევე მზად ვართ, სესხები ავიღოთ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად“, – განაცხადა ერიკ დე მულენ-ბოფორმა.

5 ოქტომბერს დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში 1950 წლიდან დღემდე 216 000-ზე მეტი ბავშვი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

2 500-გვერდიან მასალაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა სისტემატურად ხდებოდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close