fbpx
საზოგადოებასაქართველო

კოვიდ-ვაქცინის მესამე, ე. წ. ბუსტერული დოზით აცრა საქართველოში 18 წლის ზემოთ ნებისმიერს შეეძლება

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერით“ ბუსტერ დოზა. რაც შეეხებათ „ფაიზერით“ ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება.

აქვე დავაზუსტებ, რომ 60 წლის ზემოთ პირებს, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, ბუსტერ დოზის გამოყენება შეუძლიათ არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბუსტერ ვაქცინაცია საქართველოში ხვალიდან, 10 ნოემბრიდან დაიწყება.

დღემდე მოქმედი წესის თანახმად, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის მიღება 50 წლის გადაცილებულებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close