პოლიტიკასაქართველო

ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს? – კულუარული ინფორმაცია

„სანდო წყაროზე დაყრდნობით, შემიძლია განვაცხადო, რომ  ნიკანორ მელია განცხადებას გაავრცელებს, ის ოფიციალურად დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის დასაწყისი გახდება, რადგან მას ე.წ. შუა რგოლი გაყვება, რაც სამომავლოდ ზოგადად პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ გამოცემა MULTIMEDIA.GE-სთან ინტერვიუში.

„როგორც ჩემი წყარო მიდასტურებს, ნიკანორ მელია „ლელოს“ გუნდს შეუერთდება და  შემდეგ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სწორედ მელიას აირჩევენ!

რაც შეეხება წასვლის მიზეზს, მთავარი მიზეზი სააკაშვილია, რომლის ჩამოსვლის შემდეგ მელიას როლი პარტიაში ნომინალური გახდა, მან მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა, არავინ არაფერს ეკითხება და ყველა სააკაშვილის ბრძანებას ასრულებს, მისთვის საფრთხეს ორი სააკაშვილი წარმოადგენს, ერთი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მეორე ედუარდ სააკაშვილი. რადგან მომავალში ის პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის რებრენდინგს არ გამორიცხავს, სადაც პარტიის თავმჯდომარის როლს სწორედ ედუარდ სააკაშვილი შეასრულებს და არა ნიკანორ მელია.

მელია ასევე უკმაყოფილოა პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებით, პარტიის ზოგიერთი წევრი მელიას წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდა, ან არასაკმარისად აქტიურობდა.

თავის მხრივ, მელიათი უკმაყოფილოა სააკაშვილი, რომელიც განტევების ვაცს ეძებს და თავისი გეგმის ჩაფლავებაში პირდაპირ მას ადანაშაულებს“, – განუცხადა დავით ჩიხელიძემ Multimedia.ge-ს. მისივე თქმით, ზუსტი დრო, თუ როდის განაცხადებს მელია პარტიიდან წასვლის შესახებ, ცნობილი არ არის, თუმცა დაახლოებით ორი კვირა სახელდება.

მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს კულუარული ინფორმაცია არც თუ ისე დაუჯერებელია.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ სწორედ „ლელოს“ ოფისში ჩაატარა ბრიფინგი და არჩევნები გაუქმებულად გამოაცხადა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ მელიას მიერ 20 ოქტომბერს წარმოდგენილ კოალიციურ ჩრდილოვან მთავრობაში მამუკა ხაზარაძე ვიცე-მერად მოიაზრებოდა.

და კიდევ ერთი დეტალი – პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატი დატოვა. ყოფილი ბანკირის განცხადებით, ის ქუჩაში ინაცვლებს, რომ „ქუჩაში გააგრძელოს ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“ და გაიმეორა მელიას მესიჯი – „ბრძოლა უკომპრომისო იქნება“.

ოპოზიციური პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ უახლოეს მომავალში პარტიის დატოვების შესახებ.

„რა სისულელეა, ნიკა მელია პარტიაში რჩება!“ – განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close