ესპანეთში ენსიეროს ფესტივალზე ხარმა კაცი მოკლა
რბოლის სხვა მონაწილეები ცდილობდნენ, ცხოველი მამაკაცისგან განერიდებინათ, მაგრამ ამაოდ. დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ ბარძაყის არტერიის გაგლეჯისა და თავის ტრავმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინციდენტის შემდეგ ქალაქის მუნიციპალურმა საბჭომ გადაწყვიტა, ფესტივალზე გაუქმდეს ხარების რბოლის ნაწილი, თუმცა სხვა ღონისძიებები კვლავ ძალაში რჩება.
ენსიერო (encierro) ესპანეთის ტრადიციული ეროვნული ფესტივალია, რომლის შემადგენელი ნაწილია სპეციალურად გამოშვებული ხარებისგან ადამიანების გაქცევა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ეს რბოლა პირველად ჩატარდა და, სამწუხაროდ, მსხვერპლით დასრულდა.
ენსიეროს დროს ადამიანის გარდაცვალების ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ არის და სამწუხარო ინციდენტები სხვა დროსაც მომხდარა. ესპანეთში რამდენიმე წელია მიმდინარეობს დებატები ხარებისგან გაქცევის ფესტივალების გაუქმების თაობაზე. როგორც წესი, ცხოველი, რომელსაც ენსიეროს რბოლაში იყენებენ, მოგვიანებით კორიდაში მონაწილეობს. სოციალური გამოკითხვების თანახმად, ამ ეროვნული ტრადიციის აკრძალვას მხარს უჭერს ესპანელების 46,7% პროცენტი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები