სპორტი

კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა წე­ლი­წად-­ნა­ხე­ვრის უნახავ შვილს მიუძღვნა – ქართველი ჩოგბურთელი ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან უელსის მასტერსის“ ფინალშია, რომლის საპრიზო ფონდი 16 718 910 დოლარს შეადგენს. 2019 წლის შემდეგ, პოსტკორონავირუსულ პერიოდში, არცერთი მასტერსის ორგანიზატორებს არ მიუღწევიათ სპონსორებისგან თითქმის 100-პროცენტიანი საპრიზო ფონდის მობილიზება, რაც ინდიან უელსის მასტერსის ორგანიზატორებმა შეძლეს.

ბასილაშვილმა აჩვენა, რომ საუკეთესო ფორმაშია და ამერიკელ მეტოქეს – ტეილორ ფრიტცს სეტის მოგების შანსიც არ მისცა.

მატჩი 1 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ჩოგბურთელს ორ სეტში 7:6 (7:5), 6:3 მოუგო და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი თავი დაწერა. მას აქამდე მასტერსის ფინალში არასდროს უთამაშია.

ბასილაშვილის მეტოქე ფინალში ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, რომელიც ამ დროისთვის რეიტინგით 21-ეა (ნიკოლოზ ბასილაშვილი – 29-ე). მატჩი რამდენიმე საათაი, 18 ოქტომბერს, 03:00 სთ-ზე გაიმართება

მოგების შემთხვევაში  ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირიდან 1000 სარეიტინგო ქულას და 1 209 730 აშშ დოლარის ჩეკს წამოიღებს (ისევე, როგორც ინდიან უელსის მასტერსის სხვა გამარჯვებულები – ქალთა შორის და წყვილებში), წაგების შემთხვევაში – 640 000 აშშ დოლარს.

შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის 1000-ქულიანი მასტერსის 1/4 ფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა top 3-ის წევრი მეტოქე დაამარცხა.

ტრი­უმ­ფის შემ­დეგ ნიკოლოზმა ერთ-ერთ კა­მე­რა­ზე შვი­ლის სა­ხე­ლი, ლუ­კა­სი და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბა მის ვაჟს ეკუთ­ვნის.

ჩოგბურთელმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აზე ისიც თქვა, რომ უკვე წე­ლი­წად-­ნა­ხე­ვა­რია  შვი­ლი არ უნა­ხავს და როცა კორტზე გა­დის, სწო­რედ ლუ­კას­ზე ფიქ­რი ამ­შვი­დებს.

ბა­სი­ლაშ­ვილს ყო­ფილ ცოლ­თან, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­თან სკან­და­ლუ­რი დავა აქვს. ყოფილ წყვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლუ­კა­სი ჰყავთ, რო­მე­ლიც დე­დას­თან იზ­რდე­ბა.

ნეკამ ნიკოლოზი ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის შემ­დე­გაც, ჩოგ­ბურ­თე­ლი დააკავეს, თუმ­ცა იგი სასამართლომ 100 000-იანი გი­რა­ო­თი გაათავისუფლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close