რატომ იღებენ სელფის ვაქცინაციის დროს?
გაინტერესებთ, ხომ? ჰოდა, სწორედ ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამო პროფესიით ფსიქოლოგმა, იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა თეონა ბოტკოველმა სოციალურ ქსელში ჩაატარა ასეთი გამოკითხვა: რატომ იღებენ ადამიანები სელფის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს?
„სულ გამოვკითხე 150 რესპოდენტი, ძალიან გულწრფელი რესპონდენტები მყავდნენ, ძირითადად, ჩემი ემიგრანტი მეგობრები. პროცენტებში, ცხადია, ცდომილება იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, უმნიშვნელო“, – გვითხრა ქალბატონმა თეონამ, რომელსაც სამეცნიერო კვლევის პრეტენზია ნამდვილად არ აქვს, ცნობისმოყვარეობის შედეგი კი საკმაოდ საინტერესოა:
„ადამიანების მცირე, დაახლოებით 2%-ის თქმით, სელფი გადაიღო, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ არ ეშინია ვაქცინის;
დაახლოებით 5%-ის თქმით, იმის საჩვენებლად, რომ მოიხადა ვალი ქვეყნის წინაშე და თავისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას გაუფრთხილდა;
დაახლოებით 10% მხოლოდ იმიტომ იღებდა სელფის, რომ თავისი სამეგობრო-სანათესაოსთვის მოტივაცია შეექმნა, რომ აცრა არ კლავს;
18% გამიზნულად იღებდა სელფის, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრების არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი კადრს მიღმა არ უნდა დარჩეს;
25% გამოკითხული რესპონდენტებისა ფიქრობს, რომ ისტორიული სელფის ავტორები არიან, რადგან ისინი მსოფლიო პანდემიის ეპოქაში აღმოჩნდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის;
ხოლო 40%, ჩემდა გასაოცრად, აცხადებს, რომ დარწმუნებულები იყვნენ, სიცოცხლის ბოლო სელფის იღებდნენ“.
აბა, რამდენმა ამოიცანით თქვენი თავი? [wp-svg-icons icon=”happy” wrap=”i”]
კომენტარები