მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში სამშობიაროში შემთხვევით შეცვლილი გოგონა 3 მლნ ევროს ითხოვს საკომპენსაციოდ

ესპანელი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დნმ-ის ანალიზით დაადგინა, რომ თავის დროზე სამშობიარო სახლში სხვა ბავშვში აერიათ, ხელისუფლებისგან 3 მილიონ ევროს ითხოვს კომპენსაციის სახით, იუწყება Reuters-ი ადგილობრივ გამოცემა Rioja-ზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ 2002 წელს ქალაქ ლოგრონიოს ერთ-ერთ სამშობიაროში ორი გოგონა დაიბადა რამდენიმე საათის განსხვავებით. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ახალშობილი მცირეწონიანი იყო, ისინი სპეციალურ ბოქსებში მოათავსეს. ხოლო როდესაც კლინიკიდან გამოწერის დრო მოვიდა, მშობლებისთვის გადაცემისას გოგონები ერთმანეთში აერიათ.

იმის შესახებ, რომ ბიოლოგიურ მშობლებთან არ იზრდებოდა, ახალგაზრდა ქალმა შემთხვევით შეიტყო მას შემდეგ, რაც 2017 წელს გამზრდელი ბებიის მოთხოვნით დნმ-ის ტესტი ჩაიტარა. ბებიას ეს გოგონას მამისგან ალიმენტის მოსათხოვად ესაჭიროებოდა. ტესტმა კი აჩვენა, რომ გოგონას დნმ არც მამისას ემთხვეოდა და არც დედისას.

ახლა 19 წლის გოგონა რიოხის ჯანმრთელობის დეპარტამენტისგან დაახლოებით 3 მილიონ ევროს ითხოვს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.

გოგონას ადვოკატის თქმით, მისმა კლიენტმა სამშობიაროს მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად განუზომელი ემოციური ტკივილი განიცადა, ვინაიდან იგი „დისფუნქციურ ოჯახში“ მოხვდა და დიდწილად ბებია ზრდიდა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ეს „ერთჯერადი ადამიანური შეცდომა“ იყო და მათთვის სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებ არაფერია ცნობილი.

ამასთან, ჯანდაცვის რეგიონულ დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ პატივს სცემენ მოსარჩელის უფლებებს და მზად არიან სასამართლო განხილვებისთვის, თუმცა ახლა სავალალო შეცდომაში დამნაშავის დადგენა უკვე შეუძლებელია.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close