fbpx
მსოფლიოკრიმინალი

რატომ დააპატიმრეს ისრაელის ციხიდან გაქცეული პატიმრების ახლობლები

ისრაელში დააპატიმრეს ციხიდან გაქცეული პატიმრების – მუნადილ ინფაატის, მაქმუდ არდაჰისმუნადილ ინფაატისა და მუჰამედ არდაშის ოჯახის წევრები და რამდენიმე ნათესავი, – ამის შესახებ BBC წერს.

მათ დაკავებულ ძმებს, მამებსა და ახლობლებს გაქცეულთა დახმარებაში – ტანსაცმლითა და საკვებით მომარაგებაში ედებათ ბრალი.

პაკისტანელმა პატიმრებმა, რომლებიც ერთ საკანში ისხდნენ, გვირაბი საკანში მდებარე ტუალეტის ქვეშ გაჭრეს, საიდანაც ციხის გალავნის გარეთ გავიდნენ. კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ მათ გვირაბი ღამით, 01:30 საათზე დატოვეს, თუმცა დაცვამ მათი გაქცევის შესახებ 04:00 საათამდე არაფერი იცოდა.

გაქცეულ პატიმრებს პოლიცია, ჯარისკაცები და ისრაელის შიდა უსაფრთხოების უძლიერესი სააგენტო „შინ ბეტი“ ეძებენ. სამუშაოში ჩართეს ძაღლებიც.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close