დამანგრეველი სტიქია საქართველოს საზღვართან – თურქეთში წყალდიდობას ებრძვიან, არიან გარდაცვლილები (ვიდეო)
წყალდიდობაა თურქეთის შავი ზღვის რეგიონში – ძლიერი წვიმის შედეგად ართვინის პროვინციაში მდინარე ადიდდა, დაიტბორა სოფლები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 10 000-ზე მეტი აბონენტი.
ბოლო მონაცემებით, რიზეს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი. არიან დაკარგულებიც.
წყალდიდობამ ზიანი მიაყენა ქალაქ არდაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ინფრასტრუქტურას. სტიქიის ზონაში გზების ნაწილი დაინგრა, ან საერთოდ ჩაიკეტა. შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.
მაშველებმა სტიქიის ზონიდან ათობით ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა შეძლეს. ზოგიერთ ადგილზე წყლის დონე 2 მეტრს აღწევს. წყალდიდობის გამო შავი ზღვის სანაპირო ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, თურქეთში ძლიერი წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
rustavi2.ge
კომენტარები