ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ისტორიაში, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს
CNN-ი ქართველ მსროლელზე წერს
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიხსნა. ოლიმპიადაში 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოს დელეგაცია 34 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალება CNN-ი ქართველ მსროლელზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ისტორიაში, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს.
ქართველ მსროლელს სამი ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული:
ვერცხლი – სეული (1988 წელი)
ბრინჯაო – პეკინი (2008 წელი)
ამასთან, 52 წლის რეკორდსმენი ჩვენი გუნდის მედროშე მეორედ გახდა. ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას მეორე მედროშეც ჰყავდა – ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მისთვის რიგით მეცხრე ოლიმპიადა ალბათ ყველაზე რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ოლიმპიური ასპარეზობები უმაყურებლოდ ჩატარდება.
კომენტარები