იტალიასაზოგადოება

იტალიაში ავტობუსს, რომელშიც 25 ბავშვი იყო, გვირაბში ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

მძღოლი: „უპირველესი იყო ბავშვების გადარჩენა“

ავტობუსს, რომელსაც ლივინიოს საზაფხულო ბანაკ San Vito Orator-ში 25 ბავშვი მიჰყავდა, ვარენასთან ახლოს, ფუმელატეს გვირაბში გავლისას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.

48 წლის მძღოლმა მაურო მასეტიმ, რომელიც კომოს „წითელი ჯვრის“ კომიტეტის თანამშრომელია, ბავშვებში შექმნილი პანიკის მიუხედავად, სწორი და ორგანიზებული ქმედების შედეგად, შეძლო და 25-ვე ბავშვს უვნებლად დაატოვებინა ცეცხლმოკიდებული ავტობუსი და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. 

შემთხვევა სამშაბათს, 13 ივლისს,  დილით მოხდა იტალიის პროვინცია ლეკოში, კომოს ტბის სიახლოვეს, ფიუმელატეს გვირაბში.

სახანძრო სამსახურის ცნობით, მძღოლმა მოასწრო და სანამ ავტობუსს ცეცხლი მოედებოდა, სალონიდან 25-ვე ბავშვი ჩამოიყვანა და სამშვიდობოს გაიყვანა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა, თუმცა 14-იდან 16 წლამდე  ასაკის 7 ბავშვი, 5 გოგონა და 2 ბიჭი, მაინც გადაიყვანეს საავადმყოფოში შემოწმებისთვის, რადგან მათ კვამლი შეისუნთქეს. ბავშვები სრულიად ჯანმრთელად არიან. სამედიცინო დახმარება დასჭირდა მხოლოდ სამი ავტომობილის მძღოლს, რომლებიც ავტობუსს უკან მიჰყვებოდნენ. ისინი  წვისას გამოყოფილი კვამლისგან მსუბუქად მოიწამლნენ.

წინასწარი ინფორმაციით, აალება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია. მოძრავ ავტობუსს ცეცხლი გვირაბში გაუჩნდა. მძღოლმა მაშინვე გააჩერა ავტობუსი, ბავშვები ჩამოიყვანა სალონიდან და გვირაბის გასასვლელისკენ წაიყვანა, ცეცხლმოდებული ავტობუსიდან 150 მეტრის დაშორებით, რათა სუფთა ჰაერი ესუნთქათ. „უპირველესი ბავშვების გადარჩენა იყო“, – თქვა მოგვიანებით მასეტიმ.

ფაქტთან დაკავშირებით ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ სოციალურ ქსელში დაწერა.

​ცეცხლის ჩაქრობაზე გვირაბში ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა ლეკოდან და ბელანოდან. ავტობუსი მთლიანად დაიწვა – მისგან მხოლოდ ლითონის ჩონჩხიღა დარჩა.

მეხანძრეთა თქმით, სამაშველო ოპერაციის წარმატებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ სახელმწიფო კომპანია Anas-ის სავენტილაციო სისტემამ კარგად იმუშავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close