პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციას „მიტოვებული სოფელი“ ორი ჯილდო გადაეცა
პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციურ ნამუშევარს „მიტოვებული სოფელი“ ორი ჯილდო გადაეცა.
ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ანიმაციამ ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.
„მიტოვებული სოფელი“ შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი, რეჟისორი მარიამ კაპანაძე, ფილმის მხატვარი კი – ირაკლი ტოკლიკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მარიამ კაპანაძემ ანიმაციისთვის ჯილდო ჰოკაიდოს ფესტივალზეც მიიღო. მარიამ კაპანაძე პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც ამ ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.
ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფელი“ მსოფლიო პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გასულ წელს შედგა.
1tv.ge
კომენტარები