ქართველები უცხოეთში

„გამოდის, რომ ყველა ქართველს დაგვწვავენ!“ – ემიგრანტები საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველზე, რომელსაც კრემაციას უპირებენ

საბერძნეთში გარდაცვლილი ქალის, 63 წლის მანანა ხეთაგურის ოჯახი ოფიციალური უწყებებიდან ცხედრის გადმოსვენების თაობაზე კვლავ პასუხს ელის.

ოჯახი, რომელშიც ქალი მუშაობდა, მის გადმოსვენებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ კრემაცია უნდა ჩაუტარდეს. ემიგრანტები შიშობენ, რომ კრემაციის პრაქტიკა დაინერგება, რაც მათთვის მიუღებელია.

„ნება არ უნდა დავრთოთ, რომ ადამიანი დაწვან. ყველას ასე გაუკეთებენ და გამოდის, რომ ყველა ქართველს დაგვწვავენ. უკეთილშობილესი ადამიანი იყო, საკუთარ შვილებსაც არ ეუბნებოდა, ბოლო დღეებში როგორი ტკივილები ტანჯავდა. ჩემთან ახლოს იყო და ყველა სატკივარს მეუბნებოდა, ბოლო თეთრამდე შვილებს უგზავნიდა. არ მინდა, რომ ჰაერში დარჩეს ეს ადამიანი“, – ამბობენ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ემიგრანტები.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთბია, თუმცა გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, მიიღეს შეთავაზება, რომ მანანა ხეთაგურის ნეშტის გადმოსვენება მხოლოდ კრემაციის შემდეგ მოხდება, რასაც ოჯახი ეწინააღმდეგება.

გარდაცვლილის შვილის თქმით, ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close