ვიდეოსაზოგადოება

ბაკურიანში კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა (ვიდეო)

ბაკურიანში, კოხტაგორაზე მდებარე საბაგიროს მეხი დაეცა. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განაცხადეს, რომ დაშავებული არავინაა.

მეხის დაცემამ ხანძარი გამოიწვია, თუმცა ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

რაც შეეხება დაზიანებას, ამ ეტაპზე მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.

ცნობისთვის, ბაკურიანში რამდენიმე საბაგირო ხაზი მუშაობს, მათ შორისაა კოხტაგორას საბაგირო შუალედური სადგურით. დღევანდელი ინციდენტი აღნიშნული საბაგიროს ზედა სადგურზე მოხდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close