საზოგადოებაnewsსაქართველო
თბილისში ოთხი ტყუპი დაიბადა
თბილისში, პინეოს კლინიკაში ოთხი ტყუპი დაიბადა. დედა და ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლინიკამ გამოაქვეყნა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ბიჭი და ერთი გოგო საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინენ ქვეყანას.
„დღეს ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული დღეა. ახალგაზრდა წყვილი ერთდროულად 4 შვილის მშობელი გახდა. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, დედა თავს კარგად გრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა გახლდათ ბუნებრივი გზით მიღებული“, – წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.
კომენტარები