fbpx
ქართველები უცხოეთშიიტალია

ვატიკანის გადაწყვეტილებით, რომში მდებარე ტაძარი საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას 70 წლით სარგებლობაში გადაეცა

ვატიკანის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას რომში მდებარე ტაძარი გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას არქიმანდრიტი იოანე ხელაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადმოეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამრევლოს სახელით, მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს მიმართ. ასევე, მადლიერებას გამოვხატავთ რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს წმინდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.

ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ჩვენი სამრევლოს ყველა წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას“, – წერს არქიმანდრიტი იოანე ხელაია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close