იტალია

იტალიაში ასეთი სიცხე ივნისში არასდროს ყოფილა!

გამოსასვლელ დღეებში უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება, ვიდრე 2003 წელს; ნახეთ ყველაზე „ცხელი“ ქალაქები

გამოსასვლელ დღეებში იტალიას ივნისისთვის უჩვეულო სიცხე ელოდება, უფრო დიდი, ვიდრე 2003 წელს, რომელიც იტალიის ისტორიაში ყველაზე ცხელ წლად ითვლება. ზოგან ჩრდილში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.

ანომალიური აფრიკული სიცხის პირველი ტალღა ქვეყანას 19 ივნისს, შაბათს დაატყდება თავს. ზაფხულის მზებუდობამდე (21 ივნისი) რამდენიმე დღით ადრე ჰაერის ტემპერატურა პიკურ მაჩვენებლებს მიაღწევს.

განსაკუთრებული სიცხე იქნება შაბათსა და კვირას შორის, როდესაც იტალიის ბევრ რაიონში ტემპერატურის მაჩვენებლი ჩრდილში 40 გრადუსს გადააჭარბებს.

სარდინიის ზოგიერთ ქალაქში, როგორიცაა, მაგ., ორისტანო, თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი 41-გრადუსიან ნიშნულს მიაღწევს. ძალიან მაღალი ტემპერატურული მაჩვენებლებია მოსალოდნელი სიცილიასა და ქვეყნის სამხრეთის უმეტეს რაიონში.

დიდ სიცხეს დაიჭერს ცენტრალურ-ჩრდილოეთ ნაწილშიც (Centro-Nord) – განსაკუთრებით ტოსკანაში, მარკეში, მდინარე პოს დაბლობზე;

პიკური ტემპერატურა რომში 34/35°C-ს მიაღწევს, ფლორენციაში –  37/38°C-ს, ხოლო ასკოლი პიჩენოში, მაჩერატაში, ბოლონიაში, ფერარარსა და მოდენაში – 39°C-ს.

კიდევ ერთი ცუდი მომენტია ის, რომ სიცხის შეგრძნებას გააძლიერებს ტენიანობის მაღალი დონე, რაც ღამის საათებსაც ძნელად ასატანს გახდის.

იტალიის მაცხოვრებლებს მომავალი კვირის დასაწყისამდე მოცდა მოუწევთ, რომ ცოტა ამოისუნთქონ – მომავალი კვირის დასაწყისიდან ტემპერატურა ნაწილობრივ კლებას დაიწყებს ქვეყნის ჩრდილოეთსა და ცენტრალურ ნაწილში.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close