მსოფლიოსაზოგადოება
ისრაელში, ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი დაშავდა
ისრაელში, მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად 44 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 150-ზე მეტი მონაწილე. ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ფესტივალზე 10 000-მდე ადამიანის დასწრების ნებართვა გასცა, თუმცა ტერიტორიაზე 30 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ უსაფრთხოებას კი 5 000-მდე პოლიციელი უზრუნველყოფდა.
ინციდენტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მომხდარი საშინელ კატასტროფად შეაფასა.
1tv.ge
კომენტარები